დაესწარი კონგრესს 2026
ოქტომბერი 9 - 10. 2026

ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი საქართველოში

შემოუერთდით მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს 2026 წლის საერთაშორისო კონგრესზე თბილისში — მასშტაბურ სამეცნიერო ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება ინოვაციებს, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკასა და ინტერვენციული რადიოლოგიისა და ტკივილის მართვის მომავალს.

კონგრესის შესახებ

ინტერვენციული რადიოლოგიის პირველი საერთაშორისო კონგრესი საქართველოში

2026 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია, საქართველოს ულტრასონოგრაფიის ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული რადიოლოგიისა და ტკივილის მართვის განყოფილებები, ევროპის კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის თანადგომით, ატარებენ საერთაშორისო კონგრესს. შეხვედრა მიეძღვნება ინტერვენციული რადიოლოგიისა და ტკივილის მართვის სფეროში უახლესი მიღწევების, აქტუალური კლინიკური გამოწვევების, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებისა და მკურნალობის ინოვაციური სტრატეგიების განხილვას. კონგრესი გაიმართება შერატონ მეტეხი პალასში. მოხსენებებს წარადგენენ ამ სფეროში მოღვაწე გამორჩეული და წამყვანი ექსპერტები როგორც საქართველოდან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. კონგრესი სრულად ინგლისურ ენაზე ჩატარდება და სინქრონულად ითარგმნება ქართულ ენაზე.

ინტერვენციული რადიოლოგიის ლიდერები

სპიკერები

სამეცნიერო პროგრამა

ძირითადი თემები

დღის წესრიგი

კონგრესის პროგრამა

შემოუერთდით კონგრესს

გაიარეთ რეგისტრაცია

საერთაშორისო კონგრესი ინტერვენციული რადიოლოგიისა და ტკივილის მართვის მიმართულებით ექიმებსა და სამედიცინო სპეციალისტებს სთავაზობს თანამედროვე სამეცნიერო პროგრამას და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.

რეგისტრაციის მოთხოვნა

გთხოვთ, შეავსოთ ფორმა ადგილის დასაკავებლად.

რეგისტრაციის დასასრულებლად, გთხოვთ, გადარიცხოთ სარეგისტრაციო მოსაკრებელი შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

მიმღების დასახელება Georgian Association of Cardiovascular and Interventional Radiology (GACIR)
ბანკი ლიბერთი ბანკი / Liberty Bank
ანგარიშის ნომერი / IBAN GE30LB0111123139688000
დანიშნულება: თქვენი სრული სახელი, გვარი და პირადი ნომერი
რეგისტრაციაზე დაწკაპუნებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ადგილმდებარეობა

შერატონ მეტეხი პალასი

პარტნიორი სასტუმროები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
Golden Tulip Design
სასტუმრო ხედი
მერკური თბილისის ძველი ქალაქი