დაესწარი კონგრესს 2026
ზუსტი დიაგნოსტიკა

საერთაშორისო კლინიკური ფორუმები

წვდომა მსოფლიოს წამყვან რადიოლოგიურ არქივებზე და რეგისტრაცია გლობალურ კონფერენციებზე.

მორიგი N 44 სხდომა საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია

2023წ. 23ივნისს, 18 საათზე, კლინიკა “New Hospitals”-ის (კრწანისის ქ. #12) ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო  დარბაზში, მე-5 სართულზე  იმართება საქართველოს კარდიოვასკულური დ აინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის  მორიგი (#44) სხდომა – „პირველად მსოფლიოში“ მოხსენებები: კ.ქუნთელია კიდურის შემანარჩუნებელი  ინოვაციური შუნტირება -პირველად მსოფლიოში 2. მ.მიზანდარი ჰეპატოცელულური კიბოს რადიოაბლაცია – პირველი  კლინიკური  გამოცდილება

მორიგი N 43 სხდომა საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია

2023წ. 31მარტს, 18 საათზე, კლინიკა “New Hospitals“-ის (კრწანისის ქ. #12) ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო  დარბაზში, მე-5 სართულზე  გაიმართა საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის  მორიგი (#43) სხდომა – „სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინრის დიდი ზომის კენჭების კანგავლითი მენეჯმენტი გამოსახვის მეთოდთა და ენდოსკოპიური კონტროლით“ მოხსენებები: მ.მიზანდარი ნაღვლის საერთო სადინრის დიდი ზომის  კენჭების  კანგავლითი ტრანსპაპილური ევაკუაცია 12-გოჯა ნაწლავში – გამოსახვის მეთოდთა და ენდოსკოპიური კონტროლით შესრულებული ლითოტრიფსია და ლითოლაპაქსია 2. მ.მიზანდარი პანკრეასის სადინრის დიდი ზომის კენჭების  კანგავლითი ტრანსპაპილური ევაკუაცია 12-გოჯა ნაწლავში – გამოსახვის მეთოდთა და ენდოსკოპიური კონტროლით შესრულებული ლითოტრიფსია და ლითოლაპაქსია

მორიგი N 42 სხდომა საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია

2022წ. 30 ივნისს, 18 საათზე, კლინიკა “New Hospitals“-ის (კრწანისის ქ. #12) ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო  დარბაზში, მე-5 სართულზე  იმართება საქართველოს კარდიოვასკულურიდ აინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის  მორიგი (#42) სხდომა – “სკირა GEST 2022 კონგრესზე (ნიუ-იორკი, 19-22 მაისი, 2022)“ მოხსენებები ხელოვნური კონტროლირებადი პნევმოთორაქსი ტრანსთორაკალური ბიოფსიის დროს – ტექნიკა და შედეგები. მ.მიზანდარი, თ.აზრუმელაშვილი, ო.ურუშაძე 2. კუჭის მარცხენა ვენის ემბოლიზაცია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო ჩარევა ან როგორც  კარის ვენის რეკანალიზაციის დანამატი საყლაპავის ვარიკოზული სისხლდენების დროს მ.მიზანდარი, თ.აზრუმელაშვილი, პ.კეშავარცი, ო.ურუშაძე 3.გამოსახვითი კონტროლით  შესრულებული პანკრეასის სადინრის პერკუტანული დრენირება – ჩვენებები, ტექნიკა და შედეგები . მ.მიზანდარი, თ.აზრმელაშვილი , მ.კილაძე , ო.ურუშაძე,  ნ.ჰაბიბ 4. პანკრეასის სადინრის სტრიქტურის ენდოლუმინური  აბლაცია და  სტენტირება  […]