ჩვენს შესახებ
ცენტრის პრეზიდენტი გახლავთ მალხაზ მიზანდარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს და დიპლომისშემდგომი განათლება რადიოლოგიის განხრით 1983 წელს. 1984 წლის იანვრიდან მალხაზ მიზანდარი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტში დიაგნოსტიკური ულტრაბგერის სპეციალიზაციით. 1987 წელს მან მიიღო სამეცნიერო წოდებამედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 2003 წელს კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მალხაზ მიზანდარი მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ყოფილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი) 1984 წლიდან ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე. 2002 წელს იგი ხდება ასოცირებული პროფესორი ხოლო 2006 წლიდან თბილისი სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორია. პროფესორი მიზანდარი გახლავთ თსსუ-ს დიპლომისშემდგომი მასტერ-პროგრამის დირექტორი დიაგნოსტიკურ და ინტერვენციულ რადიოლოგიაში (რომელიც აღიარებულია დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის მიერ). თსსუ ცენტრალურ კლინიკაში მოღვაწეობისას იგი მუშაობდა ინტერვენციული რადიოლოგიის განხრით. პირველი მანიპულაცია _ ნაღვლის ბუშტის პუნქცია ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ განხორციელდა 1987 წელს. ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი დაარსდა 2004 წელს. 2009 წელს მან დააარსაა თსსუ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრი, რომელიც ამჟამად მდებარეობს აკადემიკოს ს.ხეჩინაშვილის სახელობის თსსუ კლინიკაში. 1998 წელს მალხაზ მიზანდარმა აგრეთვე დააარსა ულტრაბგერის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი "ჯეოჯეფი", რომელიც გახლავთ თომას ჯეფერსონის სახელობის უნივერსიტეტში არსებული ჯეფერსონის ულტრაბგერის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფილიალი (ფილადელფია, აშშ). სკირა-ს ოფისი განთავსებულია აკად. შ.ხეჩინაშვილის სახ. შაუნივერსიტეტო კლინიკაში. მისამართი – თბილისი. 0179, ჭავჭავაძის პრ., 33. ტელ/ფაქსი 23 11 62 ელ-ფოსტა – gacir2010@gmail.com ტრეინინგები და საგანმანათლებლო საქმიანობა "ჯეოჯეფი" - ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სასწავლო-კვლევითი ცენტრი დასაწყისიდანვე ცენტრი "ჯეოჯეფი" მჭიდრო კოორდინაციაშია თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და ორგანიზაცია "გესტოზთან". "ჯეოჯეფი" ახორციელებს პოსტდიპლომურ სასწავლო პროგრამას ულტრაბგერით და ინტერვენციულ რადიოლოგიაში ექიმებისათვის. ტრეინინგი იწყება საბაზისო 12 კვირიანი სასერტიფიკატო პროგრამით დიაგნოსტიკურ ულტრაბგერაში "ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ზოგადი კურსი", რომელიც, სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გაგრძელებულ იქნას სტაჟირებით ცოდნისა და პრაქტიკის გაღრმავების მიზნით. მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში პროგრამის მონაწილეებს აქვთ საშუალება გამოიყენონ ცენტრ "ჯეოჯეფი"-ს კომპლექსური საგანმანათლებლო მასალები. პირველივე დღიდან ისინი ესწრებიან ულტრაბგერით ამოკვლევებსა და ინვაზიურ პროცედურებს, ხოლო სასწავლო პროგრამის ბოლოს უკვე მონაწილეობენ მათ ჩატარებაში. სასწავლო პროგრამა მოიცავს ულტრაბგერითი კვლევის შემდეგ სფეროებს:
1. ულტრაბგერის ფიზიკა და დანადგარები
2. მუცლის ღრუ
3. მეანობა, გინეკოლოგია
4. ექოკარდიოგრაფია
5. სასხლძარღვთა კვლევა და ნეიროსონოგრაფია
6. ძვალ-სახსართა ულტრაბგერითი კვლევა
7. ინტერვენციული ულტრაბგერა (პერკუტანული, რექტული და ვაგინური დიაგნოსტიკური და
მცირეინვაზიური სამკურნალო პროცედურები).
ცენტრი "ჯეოჯეფი" აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სასწავლო დანადგარებით. სასწავლო პროგრამა ხორციელდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ცენტრი "ჯეოჯეფი" ფუნქციობს აკად. ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. თსსუ-ის დიპლომისშემდგომი მომზადების პროგრამა დიაგნოსტიკურ და ინტერვენციულ რადიოლოგიაში იხილეთ დაკავშირებულ საიტი _ წწწ.ტსმუ ედუ განხორციელებული ინტერვენციული ცედურები
დიაგნოსტიკური პროცედურები: ხორციელდება წვრილნემსიანი და ქსოვილოვანი ბიოფსია დროის რეალურ მასშტაბში ულტრაბგერითი კონტროლით ან კტ კონტროლით (ღვიძლი, პანკრეასი, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, რეტროპერიტონეული წარმონაქმნები, გულმკერდი ორგანოები შუასაყარის ჩათვლით, სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები. რექტული და ვაგინური მიდგომა გამოიყენება მცირე მენჯის ორგანოებისათვის (საკვერცხე, ფალოპის მილი, პროსტატა, დუგლასის ფოსო). სამკურნალო პროცედურები: ტარდება ულტრაბგერითი, კტ ან კომბინირებული (ულტრაბგერა-ფლუოროსკოპია ან კტ-ულტრაბგერა-ფლუოროსკოპია) კონტოლით. ულტრაბგერითი კონტროლით სრულდება ასპირაცია, გამორეცხვა, სკლეროთერაპია პერკუტანული მიდგომით მუცლის ღრუს ორგანოებზე (ღვიძლი, პანკრეასი, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, რეტროპერიტონეული წარმონაქმნები) ასევე სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები კანქვეშა ნერვული წნული (ანესთეზიისათვის), რექტული და ვაგინური მიდგომა გამოიყენება მცირე მენის ორგანოებისათვის (საკვერცხე, ფალოპის მილი, საშვილოსნოს გარეთა ორსულობა, პროსტატა, დუგლასის ფოსო). კომბინირებული ულტრაბგერა-ფლუოროსკოპია-კტ კონტროლით ხორციელდება მადრენირებელი პროცედურები პერკუტანული მიდგომით როგორც მუცლის ღრუს ორგანოებზე, ასევე ინტრა და რეტროპერიტონეულ სითხურ კოლექციებზე, რბილ ქსოვილებზე (ქოლანგიოსტომა, ქოლეცისტოსტომა, ნეფროსტომა, პანკრეასისა და სხვა სითხური წარმონაქმნებისდრენირება). Kკარის ვენის თრომბის მექანიკური დესტრუქცია და კათეტერის საშუალებით შესრულებული ლოკალური თრომბოლიზი. სრულდება ვისცერულ არტერიებზე ემბოლიზაციის პროცედურები. ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის მიერ უახლოესი პერიოდისათვის იგეგმება ელექტრო- ქიმიურ თერაპიის, რადიო-სიხშირულ აბლაციის, საშვილოსნოს ფიბრომის ემბოლიზაციისა და ტრანს-არტერიული ქემოემბოლიზაციის დაწყება. კონფერენციები და სემინარები კონფერენციები "ინტრევენციული რადიოლოგია და რადიოსიხშირული აბლაცია"
1. ორგანიზატორი _ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერვენციული
რადიოლოგიის ცენტრი
2. თარიღი _ 20 თებერვალი, 2009 წ. 13.00
3. ადგილი _ თსსუ III შენობა, ვაჟა-ფშაველას 29, თბილის 0177, საქართველო
მონაწილეები
1. მ.მიზანდარი _ თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, თსსუ
ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის დირექტორი
2. დ.კლიმკე _ ჩრდილოეთ ევროპის გაყიდვების მენეჯერი "Aნგიოდყნამიცს"
3. ნ.ჰაბიბი _ ქირურგიული განყოფილების უფროსი, ლონდონი, იმპერიალ კოლეჯი,
ჰამერსმიტის ჰოსპიტალი
4. ფ.თოდუა _ პროფესორი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი
მოხსენებები:
1. მ.მიზანდარი _ ინტერვენციული რადიოლოგიის კონცეფცია
2. მ.მიზანდარი _ თსსუ ინერვენციული რადიოლოგიის ცენტრის აქტივობა და
განვითარების ტენდენციები
3. დ.კლიმკე _ რადიოსიხშირული აბლაციის ფიზიკური საფუძველი
4. დ.კლიმკე _ სიმსივნეების რადიოსიხშირული აბლაცია _ ჩვენებები და
შესაძლებლობები
5. ნ.ჰაბიბ _ რადიოსიხშირული აბლაციით ასისტირებული რეზექციის ტექნიკა ღია და
ლაპარასკოპულ ქირურგიაში
6. ფ.თოდუა, გ.წივწივაძე _ სიმსივნეების რადიოსიხშირული აბლაცია
7. ცოცხალი დემონსტრაცია და პრაქტიკული მეცადინეობა _ დ.კლიმკე _ რადიოსიხშირული
აბლაციით ასისტირებული რეზექცია ღვიძლის მულაჟზე.
ტრეინინგის კურსი: "ბილიარული და ონკოლოგიური ინტერვენციები"
1. ორგანიზატორი _ EშIღ (Eუროპეან სცჰოოლ ოფ ინტერვენტიონალ რადიოლოგყ) და სკირა
2. 03-04 სექტემბერი, 2010 წ.
3. ადგილი _ თსსუ ადმინისტრაციული შენობა, ვაჟა-ფშაველას 33, თბილისი 0177, საქართველო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა დაკავშირებული საიტები
www.tsmu.edu
www.geojeffonline.com
www.cirse.org