კლინიკური აქტიობები

კლინიკური აქტიობა

საუნივერსიტეტო კლინიკა „ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის“ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინტერვენციული რადიოლოგიის სერვისების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოადგენს თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობისათვის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სწავლების კლინიკურ ბაზას თსსუ სტუდენტების, მაძიებლების, მასტერ-პროგრამის სტუდენტებისა და საქართველოს სხვადასხვა კლინიკების ექიმებისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერვენციული რადიოლოგიის მანიპულაციათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს მედიცინის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უახლეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სფეროს მსოფლიოში დღეს-დღეობით არსებულ მეთოდთა თითქმის სრულ ჩამონათვალს.

 

ქვემოთ მოცემულია სადიაგნოსტიკო და მცირეინვაზიური სამკურნალო ჩარევები, რომლებიც დღეს სრულდება აღნიშნულ დეპარტამენტში პერკუტანული, პერვაგინური და პერრექტული მიდგომით. ეს მანიპულაციები ტარდება ულტრაბგერითი, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული, ანგიოგრაფიული და კომბინირებული ( ულტრაბგერით-რენტგენოსკოპული და კტ-ულტრაბგერითრენტგენოსკოპული) კონტროლით.

 

სადიაგნოსტიკო ჩარევები:

  • წვრილნემსიანი ბიოფსია ციტოლოგიური კვლევისათვის
  • მსხვილნემსიანი ბიოფსია ქსოვილოვანი მორფოლოგიური კვლევისათვის (რბილი ქსოვილები, მუცლის ღრუს ორგანოები, რეტროპერიტონეული სიცივე, გულმკერდი შუასაყარის ჩათვლით)
  • ასციტური სითხის დიაგნოსტიკური ასპირაცია
  • ამნიონური სითხის ასპირაცია გენეტიკური ანალიზის მიზნით
  • ინტრაოპერაციული კვლევა
  • პერკუტანული ქოლანგიოგრაფია

მცირეინვაზიური მადრენირებელი და მაასპირირებელი ჩარევები ( პერკუტანული, ვაგინური და რექტული მიდგომით):

  • ღვიძლშიდა სანაღვლე გზების გარეთა დრენირება (ქოლანგიოსტომია)
  • ღვიძლშიდა სანაღვლე გზების გარეგან-შინაგანი დრენირება
  • ნაღვლის ბუშტის გარეთა დრენირება (ქოლეცისტოსტომია)
  • სუბდიაფრაგმული აბსცესის დრენირება
  • ღვიძლის აბსცესების ასპირაცია
  • ღვიძლის აბსცესების დრენირება
  • ღვიძლის ჰემატომის ასპირაცია-დრენირება
  • ღვიძლის ცისტის (მათ შორის პარაზიტულის) ასპირაცია-დრენირება
  • პერკუტანული ვირზუნგოსტომია (ტრანსგასტრულის ჩათვლით)
  • ღვიძლის სიმსივნეთა ტრანსარტერიული ემბოლიზაცია და ქემოემბოლიზაცია
  • პანკრეასის ფსევდოცისტის პერკუტანული ასპირაცია კუჭის კედლის გავლით
  • ნეფროსტომია
  • თირკმლის ცისტის ასპირაცია-სკლეროთერაპია
  • თირკმლის დაჩირქებული ცისტის (აბსცესის) დრენირება
  • ტუბოოვარიული აბსცესის პერკუტანული დრენირება
  • ტუბოოვარიული აბსცესის პერვაგინური და პერრექტული ასპირაცია-გამორეცხვა,დრენირება
  • საკვერცხის ცისტის ასპირაცია პერკუტანული და პერვეგინური მიდგომით
  • წინამდებარე ჯირკვლის აბსცესის პერრექტული ასპირაცია-გამორეცხვა
  • პარაპროქტიტული აბსცესის ასპირაცია-გამორეცხვა პერრექტული მიდგომით
  • მუცლის კედლის პოსტოპერაციული სერომების ასპირაცია
  • ასციტური სითხის დრენირება
  • სარძევე ჯირკვლის ცისტების ასპირაცია
  • პერიკარდიუმის ღრუს დრენირება 

ქსოვილოვან წარმონაქმნთა  ლოკალური აბლაცია 

  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძების სკლეროთერაპია და ლაზერული დესტრუქცია 
  • სიმსივნეთა პერკუტანული რადიოსიხშირული აბლაცია (რსა)

 

სისხლძარღვთა და სადინრების გამავლობის აღდგენა  (ენდოლუმინალური რსა–ის ჩათვლით)

  • სანაღვლე  გზების დილატაცია/სტენტირება 
  • ვირზუნგის სადინრის სტენტირება 
  • სანაღვლე გზების ბლოკის რეკანალიზაცია რადიოსიხშირული აბლაციითა და სტენტირებით 
  • ვირზუნგის სადინრის  ბლოკის რეკანალიზაცია რადიოსიხშირული აბლაციითა და სტენტირებით 
  • კარის ვენის თრომბის პერკუტანული  თრომბოდესტრუქცია და კათეტერით შესრულებული ლოკალური თრომბოლიზი 
  • კარის ვენის თრომბის რეკანალიზაცია რადიოსიხშირული აბლაციით და ანგიოპლასტიკით 

 

პერკუტანული ლითოლაპაქსიის პროცედურები

  • პერკუტანული ბილიოლითოლაპაქსია 
  • პერკუტანული ვისრზუნგოლითოლაპაქსია 

ანესთეზია 

  • მხრის ნერვული წნულის ფასციური ბუდის კათეტერიზაცია ანესთეზიის მიზნით

ანგიოგრაფიული მიდგომით წარმოებული ჩარევები

  • o ემბოლიზაციები შინაგანი სისხლდენების დროს
  • ღვიზლის სიმსივნეთა ტრანსარტერიული ემბოლიზაცია და ქემოემბოლიზაცია

 

თსსუ ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის ინიციატივით თსსუ-ში 2009 წლის 20 ნოემბერს ჩატარდა  სასწავლო-მეთოდური კონფერენცია „რადიოსიხშირული აბლაცია და ინტერვენციული რადიოლოგია“

2010 წლის 3-4 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის სხდომათა დარბაზში საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციისა (სკირა) და ევროპის კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის საზოგადოების (CIRSE) ორგანიზებით ჩატარდა  ევროპის ინტერვენციული რადიოლოგიის სკოლის (ESIR) პროგრამა-ტრეინინგი სახელწოდებით „ბილიარული და ონკოლოგიური ინტერვენციები“.

ტრეინინგს ესწრებოდა 7 ქვეყნის (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, უკრაინა, გერმანია, ინდოეთი)56 მონაწილე.

CT contr- კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით განხორციელებული პერკუტანული მანიპულაცია- უკანა შუასაყრის წარმონაქმნის ბიოფსია

Embolization-  დიგიტალური ანგიოგრაფიის  კონტროლით განხორციელებულია მანიპულაცია კერის დრენაჟიდან პროფუზული სისხლდენის გამომწვევი ღვიძლშიდა არტერიო-ბილიური ფისტულის დროს- ღვიძლის მე-8 სეგმენტის არტერიის  სელექტიური ენდოვასკულური ემბოლიზაცია

Pancreas-  კომბინირებული ულტრაბგერით-რენტგენოსკოპული კონტროლით განხორციელებული პოსტტრამვული ნეკროზული პანკრეატიტის დესტრუქციული კერის დრენირების შემდგომი კონტროლი

Stenting-  ღვიძლის მარჯვენა სადინრის ტრანსჰეპატური სტენტირება წინასწარ განხორციელებული ორმხრივი ქოლანგიოსტომიის შემდეგ

Ultr.Contr.- ულტრაბგერითი კონტროლით განხორციელებული მანიპულაცია - ღვიძლის სამი ამებური აბსცესის ერთდროული პერკუტანული ასპირაცია-გამორეცხვა („შამფურის“ პრინციპი).

TOA - ტურბო-ოვარიული აბსცესის დრენირება კომბინირებული (ულტრაბგერით-რენტგენოსკოპული) კონტროლით, ვაგინური მიდგომით.

Endobiliary RFA -  ქოლედოქუსის სიმსივნით გამოწვეული ბილიარული ბლოკის პერკუტანული რეკანალიზაცია  ენდობილიარული რადიოსიხშირული აბლაციითა და ბალონის საშუალებით განხორციელებული დუქტოპლასტიკით

Percutaneal Wirsungolitholapaxy - ვირსუნგის სადინრის კენჭების გადაყვანა თორმეტგოჯა ნაწლავში ბალონის მეშვეობით  მწვავე ობსტრუქციული პანკრეატიტის დროს, წინასწარ ჩატარებული პერკუტანული ვირზუნგოსტომიის შემდეგ

                                     

GACIR Activity

Copyright © 2010 gacir.org. All Rights Reserved
Website Designed by Dr Nirmal