ინტერვენციული რადიოლოგიის მანიპულაციები

ხორციელდება შემდგომი ინტერვენციული პროცედურები

  დიაგნოსტიკური პროცედურები: ხორციელდება წვრილნემსიანი და ქსოვილოვანი ბიოფსია დროის რეალურ მასშტაბში ულტრაბგერითი კონტროლით, ან კტ კონტროლით (ღვიძლი, პანკრეასი, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, რეტროპერიტონეული წარმონაქმნები, გულმკერდის ორგანოები შუასაყრის ჩათვლით, სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები. რექტული და ვაგინური მიდომა გამოიყენება მცირე მენჯის ორგანოებისთვის (საკვერცხე, ფალოპის მილი, პროსტატა, დუგლასის ფოსო).

  სამკურნალო პროცედურები: ტარდება ულტრაბგერითი, კტ, ან კომბინირებული (ულტრაბგერა-ფლუოროსკოპია ან კტ-ულტრაბგერა-ფლუოროსკოპია) კონტროლით. ულტრაბგერითი კონტროლით სრულდება ასპირაცია, გამორეცხვა, სკლეროთერაპია, პერკუტანული მიდგომით მუცლის ღრუს ორგანოებზე (ღვიძლი, პანკრეასი, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, რეტროპერიტონეული წარმონაქმნები), ასევე სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები, კანქვეშა ნერვული წნული (ანესთეზიისთვის), რექტული და ვაგინური მიდგომა მცირე მენჯის ორგანოებისთვის (საკვერცხე, ფალოპის მილი, საშვილოსნოს გარეთა ორსულობა, პროსტატა, დუგლასის ფოსო).

  კომბინირებული ულტრაბგერა-ფლუოროსკოპია-კტ კონტროლით ხორციელდება მადრენირებელი პროცედურები პერკუტანული მიდგომით, როგორც მუცლის ღრუს ორგანოებზე, ასევე ინტრა და რეტროპერიტონეულ სითხურ კოლექციებზე, რბილ ქსოვილებზე (ქოლანგიოსტომა, ქოლეცისტოსტომა, ნეფროსტომა, პანკრეასის და სხვა სითხური წარმონაქმნების დრენირება). კარის ვენის თრომბის მექანიკური დესტრუქცია და კათეტერის საშუალებით შესრულებული ლოკალური თრომბოლიზი. სრულდება ვისცერულ არტერიებზე ემბოლიზაციის პროცედურები.

  ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის მიერ უახლოესი პერიოდისთვის იგეგმება ელექტრო-ქიმიურ თერაპიის, რადიო-სიხშირული აბლაციის, საშვილოსნოს ფიბრომის ემბოლიზაციისა და ტრანს-არტერიული ქემოემბოლიზაციის დაწყება.

GACIR Activity

Copyright © 2010 gacir.org. All Rights Reserved
Website Designed by Dr Nirmal