სასწავლო ცენტრი "ჯეოჯეფი"

"ჯეოჯეფი"- ულრაბგერითი დიაგნოსტიკის სასწავლო-კვლევითი ცენტრი

დასაწყისიდანვე ცენტრი "ჯეოჯეფი" მჭიდრო კოორდინაციაშია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და ორგანიზაცია "გესტოზ"- თან.  "ჯეოჯეფი" ახორციელებს პოსტდიპლომურ სასწავლო პროგრამას ულტრაბგერით და ინტერვენციულ რადიოლოგიაში ექიმებისთვის. ტრეინინგი იწყება საბაზისო თორლეტკვირიანი სასერტიფიკაციო პროგრამით დიაგნოსტიკურ ულტრაბგერაში "ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ზოგადი კურსი", რომელიც სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გაგრძელებული იქნას სტაჟირებით ცოდნის და პრაქტიკის გაღრმავების მიზნით. მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს აქვთ საშუალება გამოიყენონ ცენტრ "ჯეოჯეფი"- ს კომპლექსური საგანმანათლებლო მასალები. პირველივე დღიდან ისინი ესწრებიან ულტრაბგერით გამოკვლევებსა და ინვაზიურ პროცედურებს, ხოლო სასწავლო პრორამის ბოლოს უკვე მონაწილეობენ მათ ჩატარებაში.

სასწავლო პროგრამა მოიცავს ულტრაბგერითი კვლევის შემდეგ სფეროებს:

 1. ულტრაბგერის ფიზიკა და დანადგარები

 2. მუცლის ღრუ

3. მეანობა, გინეკოლოგია

4. ექოკარდიოგრაფია

5. სისხლძარღვთა კვლევა და ნეიროსონოგრაფია

6. ძვალ-სახსართა ულტრაბგერითი კვლევა

7. ინტერვენციული ულტრაბგერა (პერკუტანული, რექტული და ვაგინური დიაგნოსტიკური და მცირეინვაზიური სამკურნალო პროცედურები).

   ცენტრი "ჯეოჯეფი" აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სასწავლო დანადგარებით. სასწავლო პროგრამა ხორციელდება ქართულ, ინგლისურ  რუსულ ენებზე. ცენტრი "ჯეოჯეფი" ფუნქციობს თბილისის პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

Copyright © 2010 gacir.org. All Rights Reserved
Website Designed by Dr Nirmal