Upcoming Events

2019. 28 მარტს, 18 საათზე, სასტუმრო  ჰოლიდეი ინ-ში (26 მაისის მოედანი #1), საკონფერენციო დარბაზში "GREEN ROOM",  იმართება საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის მორიგი (#36) სხდომა  „ინტერვენციული რადიოლოგიის მეთოდიკები  ეზოფაგო-გასტრო-დუოდენური მწვავე სისხლდენების დროს - რა შესაძლებლობები გვაქვს დღეს?“

მოხსენებები:

  1. თ.აზრუმელაშვილი, მ.მიზანდარი - ტრანსარტერიული ემბოლიზაცია კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი ან სიმსივნური გენეზის სისხლდენის დროს.
  2. მ.მიზანდარი, თ.აზრუმელაშვილი - ინტერვენციული რადიოლოგიის შესაძლებლობები საყლაპავისა და კუჭის ვარიკოზით განპირობებული სისხლდენის დროს

გთხოვთ, დაესწროთ!

2018. 27 დეკემბერს, 17 საათზე, კლინიკა "New Hospitals"-ის ( კრწანისის ქ. #12) ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო  დარბაზში, მე-5 სართულზე  იმართება საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის მორიგი (#35) სხდომა

  1. ნ.ონაშვილი, მ.მიზანდარი ღვიძლის არტერიული სისხლმომარაგების ანატომიის ახალი ვარიანტები და კლასიფიკაცია.
  2. თ.აზრუმელაშვილი, გ.მენთეშაშვილი, მ.მიზანდარი კლინიკური შემთხვევა - კუდიანი წილიდან გამომდინარე გიგანტური ქოლანგიოცელულური კიბო გადაყვანილია ოპერაბილურ სტატუსში ტრანსარტერიული ემბოლიზაციითა და პერკუტანული რადიოსიხშირული და მიკროტალღური აბლაციით - რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი?

გთხოვთ, დაესწროთ!

2018. 05 ოქტომბერს, 17 საათზე, კლინიკა "New Hospitals"-ის ( კრწანისის ქ. #12) ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო  დარბაზში, მე-5 სართულზე  იმართება საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის მორიგი (#34) სხდომა - სკირა CIRSE 2018-ზე ლისაბონში

მოხსენებები:

  1. მ.მიზანდარი - პანკრეატოგენული ჰემატომით, კარის ვენის თრომბოზითა და ბილიარული სტრიქტურით გართულებული, პანკრეასის სადინრის კალკულოზით გამოწვეული პანკრეატიტის პერკუტანული მენეჯმენტი - კლინიკური შემთხვევის დემონსტრაცია
  2. მ.მიზანდარი, თ.აზრუმელაშვილი, ნ.ჰაბიბი - კარის ვენის თრომბის გამოსახვის მეთოდთა კონტროლით შესრულებული პერკუტანული რეკანალიზაცია ენდოლუმინური რადიოსიხშირული აბლაციითა და სტენტირებით - ახალი მიდგომა კარის ვენის თრმბოზით გართულებული ჰეპატოცელულური კიბოს მენეჯმენტში
  3. მ.მიზანდარი, თ.აზრუმელაშვილი, ო.კეპულაძე, გ.გაბადაძე, ნ.ჰაბიბი - პერკუტანული ბალონური დილატაცია  და სტენტირება, აგრეთვე კენჭის ევაკუაცია თორმეტგოჯაში პანკრეასის სადინრის მადრენირებელი ფისტულის გამოყენებით - ახალი მიდგომა პანკრეასის სადინრის კეთილთვისებიანი სტრიქტურებისა და კენჭების მენეჯმენტში

ჩვენს შესახებ

საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია (სკირა) დაარსდა 2010 წლის იანვარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის ბაზაზე

ცენტრის პრეზიდენტი გახლავთ მალხაზ მიზანდარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი

მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1980 წელს და დიპლომისშემდგომი განათლება რადიოლოგიის განხრით 1983 წელს.1984 წლის იანვრიდან მალხაზ მიზანდარი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტიში დიაგნოსტიკური ულტრაბგერის სპეციალიზაციით.1987 წელს მან მიიღო სამეცნიერო წოდება მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 2003 წელს კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

მალხაზ მიზანდარი მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (ყოფილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი) 1984 წლიდან ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე.2002 წელს იგი ხდება ასოცირებული პროფესორი ხოლო 2006 წლიდან თბილისი სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორია.

პროფესორი მიზანდარი გახლავთ თსსუ-ს დიპლომისშემდგომი მასტერ-პროგრამის დირექტორი დიაგნოსტიკურ და ინტერვენციულ რადიოლოგიაში (რომელიც აღიარებულია დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის მიერ) თსსუ ცენტრალურ კლინიკაში მოღვაწეობისას იგი მუშაობდა ინტერვენციული რადიოლოგიის განხრით.პირველი მანიპულაცია_ნაღვლის ბუშტის პუნქცია ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ განხორციელდა 1987 წელს.ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტი დაარსდა 2004 წელს. 2009 წელს მან დააარსაა თსსუ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრი, რომელიც ამჟამად მდებარეობს თბილისის პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

1998 წელს მალხაზ მიზანდარმა აგრეთვე დააარსა ულტრაბგერის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი "ჯეოჯეფი", რომელიც გახლავთ თომას ჯეფერსონის სახელობის უნივერსიტეტში არსებული ჯეფერსონის ულტრაბგერის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფილიალი (ფილადელფია, აშშ).

გამგეობა:

1. პროფესორი კახა ქუნთელია

სამდივნო

ა) თამთა აზრუმელაშვილი - ხაზინადარი 

ბ) ნინო გონაძე - მდივანი

გ) ელენე გოცირიძე - მდივანი 

სკირა-ს ოფისი განთავსებულია ქ. თბილისი პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე - თბილისი.  0144, წინანდლის ქ. 9.  ტელ/ ფაქსი 79 00 99;  ელ-ფოსტა -  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 

GACIR Activity

Who's Online

ჩვენ გვყავს 6 სტუმარი ხაზზე
Copyright © 2010 gacir.org. All Rights Reserved
Website Designed by Dr Nirmal